„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აბაშაში „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ამის შესახებ
კოალიციის პრესსამსახური იუწყება.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი საბულუას განცხადებით, ინციდენტი აბაშის რაიონის სოფელ მაიდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას მოხდა.
"შეხვედრაზე ნასვამი და აგრესიულად განწყობილი მამაკაცები მოვიდნენ, რომლებმაც ჩემთან შესახვედრად მოსულ ადამიანებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ამსახველი კადრებიც გვაქვს, სადაც ეს აგრესიული ხალხი კარგად ჩანს“-აღნიშნავს საბულუა და დაბეჯით აცხადებს, რომ თავდამსხმელები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მმართველი პარტიის მიერ მიგზავნილები მოქალაქეები იყვნენ.
