თინა ხიდაშელი სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა
თინა ხიდაშელი სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა
18:08 14.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი დღეს სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ხიდაშელმა მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მათი პრობლემა მოგვარდება, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

მისივე თქმით, საბოლოოდ გადაიჭრება სოფლის წყალმომარაგებისა და გაზიფიკაციის, სკოლისა და ბაღის პრობლემა.

„სერიოზული რეფორმები გატარდება მოქალაქეთა დასაქმების კუთხით, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიცია კი, თითოეულ ოჯახს მოუტანს შემოსავლს“-განაცხადა ხიდაშელმა.

დეპუტატობის კანდიდატმა ნინოწმინდის ამბულატორიაც დაათვალიერა.

ბეჭდვა