კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს დიდუბისა და ისნის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაასახელა.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, დიდუბის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ირაკლი ჩხიკვიშვილი უხელმძღვანელებს, რაც შეეხება ისანს, იქ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება.
დიდუბისა და ისნის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ცოტნე ზურაბიანმა დღეს წარადგინა.
