„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს
15:59 14.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს კოალიციის ლიდერების დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაახლოებით სამი კვირაა, რაც ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„ეს არის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა. მე მაქვს დიდი გამოცდილება არა მხოლოდ საარჩევენო შტაბში მუშაობის, არამედ მაჟორიტარად გამარჯვების“ - განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, კოალიციას აბსოლუტურად არათანაბარ გარემოში უწევს მუშაობა.

„ხელისუფლება ქმნის თანაბარი პირობების და კოალიციის კანონდამრღვევად წარმოდგენის ილუზიას, რაც საშინელი სიცრუეა“ - განაცხადა საგანელიძემ.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებზე მობილიზებული უნდა იყვნენ ყველა რეგიონსა და რაიონში.

ბეჭდვა