პარტია „ახალი მემარჯვენეების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლემონჯავა იქნება.
როგორც კანდიდატის წარდგენისას პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, პარტიამ ამ შემთხვევაშიც ადგილობრივ კადრს, საკუთარი გუნდის წევრს მიანიჭა უპირატესობა და კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინა.
„იგი ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აქაურია, იცის ფოთის პრობლემები და ფოთელებიც კარგად იცნობენ მას. მე მგონი, რომ „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამის მთავრი სლოგანის „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ შესრულებას ზაზა ლემონჯავა კარგად შეძლებს“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ წარდგენისას.
