მამუკა ბახტაძე ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს
მამუკა ბახტაძე ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს
17:28 04.06.2019
მთავრობი მეთაური, მამუკა ბახტაძე ბრიუსელში იმყოფება.
როგორც საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ განაცხადა, პრემიერის ვიზიტის მიზანი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებაა, რომელიც დღესაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, იმავე სასტუმროში იმყოფება უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკიც. როგორც ნატალია საბანაძემ აღნიშნა, ეს არის დამთხვევა და პრემიერს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრა ზელენსკისაც.

ზელენსკისთვის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია ბრიუსელში, სადაც შეხვდება ჟან-კლოდ იუნკერს და ნატოს მაღალჩინოსნებს.

„პრემიერი არის მოწვეული ამერიკის ელჩის მიერ, დღეს იმართება მიღება დამოუკიდებლობის აღსანიშნავი. დღეს არის 4 ივნისი და 4 ივლისის მაგივრად აწყობს ბრიუსელში ამერიკის ელჩი. წელს ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარია დაპატიჟებული, როგორც ამერიკიდან ასევე ევროკავშირიდან.
ბოლო წუთას გადაწყდა რომ პრემიერის ჩამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. დღეს საღამოს იქნება საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და შემდეგ გაემგზავრება ამერიკაში.
ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრა არ არის, მართლაც დამთხვევაა, არ არის ბრიუსელში ბევრი სასტუმრო სადაც მაღალი დონის პირები ხვდებიან, ამიტომ გასაკვირიც არ არის" - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ბეჭდვა