ინგა გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლებს ტელედებატებში იწვევს
ინგა გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლებს ტელედებატებში იწვევს
15:13 14.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში ინგა გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

ამის შესახებ გრიგოლიამ დღეს კალათბურთის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქციის თითოეული წევრისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია.

გრიგოლიას შეფასებით, „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია საკრებულოში ყველაზე მცირერციხოვანი ფრაქციაა. თუმცა, ისინი ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე მებრძოლი ფრაქციის წარმომადგენლები არიან.

„თბილისელებს დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ ამ ხელისუფლებას ხმა აღარ უნდა მისცენ, რადგან ხელისუფლებამ კიდევ ერთი, თითქმის სასიკვდილო ექსპერიმენტი ჩაუტარა საკუთარ თანამოქალაქეებს, როცა ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიაბა“ - აღნიშნა გრიგოლიამ.

მისი თქმით, ის ტელედებატებში პარლამენტის, საკრებულოს და მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს დაუმტკიებს, რომ ისინი საკუთარი ხალხისთვის ექსპერიმენტების ჩატარებაში არიან დამნაშავეები.

მისივე განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ დებატებში ნებისმიერ ხელისუფალს დაამარცხებენ.

მისივე თქმით, ხალხს ხელისუფლების დაპირებების აღას სჯერა, რადგან მოსახლეობას ხელისუფლების ერთჯერადი დახმარებები არ სჭირდება.

„ხალხს შემოსავალი და დასაქმება სჭირდება. დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით ადგილობრივი არჩევნების დროს ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობის განსახორციელებლად კონკრეტული გეგმა გვაქვს“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, წარმატების შემთხვევაში „ქრისტიან-დემოკრატები“ აღნიშნულ პირობას შეასრულებენ.

ბეჭდვა