თეა წულუკიანი სანზონის მოსახლეობას შეხვდა
თეა წულუკიანი სანზონის მოსახლეობას შეხვდა
15:05 14.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი სანზონაში ლიახვისა და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროგრამა გააცნო.

„ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც მორგებულია იმ საჭიროებებზე, რაც ნაძალადევის რაიონის და ზოგადად საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ თითოეულ ადამიანს ისეთ სადაზღვევო პაკეტს შევთავაზებთ, რომელიც მოიცავს როგორც ონკოლოგიური ისე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობას“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე წულუკიანმა.

მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არც ნაძალადევის და არც სხვა რაიონის მაცხოვრებლებს ავადმყოფობის შიში აღარ ექნებათ, რადგან მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობაც“ იძლევა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ დაპირებებს, თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის როგორ სრულდება მათი დანაპირები.

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღესვე ზესტაფონისა და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.

ბეჭდვა