უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა
უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა
15:01 01.06.2019
უკრაინაში საქართველოს საელჩომ სასტუმროში „Hilton Kyiv“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა მიმართეს.

მათ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აღნიშნეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საზეიმო მიღებაზე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს უკრაინაში საქართველოს დიასპორის ცეკვის ანსამბლებმა „იბერიელი“ და „იბერია“.

საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალურ მიღებას უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო სექტორის, ქართული დიასპორის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბეჭდვა