საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე ცნობილია. მოძრაობის
ლიდერებმა ისინი დღეს, ვერის პარკში დაასახელეს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ვაკის რაიონში კენჭს ნინო გურიელი იყრის, გლდანში - ინგა გრიგოლია, ჩუღურეთში - კახა ბასილია, ისანში ლევან ვეფხვაძე იბრძოლებს.
რაც შეეხება სხვა რაიონებს, სამგორში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მაგდა ანიკაშვილი წარადგინეს, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი კი - ჯაბა სამუშიაა.
საპარლამენტო არჩევნებში ქდმ-დან კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნიაა, მთაწმინდის რაიონში კი, ფერია ანთია.
