ლევან ხარატიშვილი: გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, მინისტრის მოადგილეების შერჩევით გადაწყვიტოს ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან შეხვედრის ბედი, როგორიც იპაა
ლევან ხარატიშვილი: გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, მინისტრის მოადგილეების შერჩევით გადაწყვიტოს ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან  შეხვედრის ბედი, როგორიც იპაა
13:08 31.05.2019
31 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაგეგმილი იყო შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორ ორგანიზაციასთან, როგორიც არის წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია და მათ წარმომადგენლებთან - ჰიუგო ზეტცერთან (გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი) და ხოსე ბორგინოსთან (გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი).


„ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს, პარალელურად, სტუმრობს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრი და მისი პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია! კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მზად ვიყავი და ვარ აღნიშნული უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთის და მოვითხოვთ სხვა მხარეებისგან, ხელი არ შეუშალონ ასეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას სუბიექტური მიზეზების გამო“, - აცხადებს ლევან ხარატიშვილი.

ბეჭდვა