„ნაცმოძრაობა“ რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
„ნაცმოძრაობა“ რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
10:40 14.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რამდენიმე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გარდაბნის, მარნეულის, წალკის, გორის და ხაშურის კანდიდატებს დაასახელებენ.

დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, ყაზბეგში და თიანეთში ადგილობრივ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დარიალის ხეობაში მშენებარე ჰიდროელექტოსადგური დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მშენებლობა 2013 წელს დასრულდება და საქართველო აღნიშნული ობიექტიდან 123 მეგავატ ელექტოენერგიას მიიღებს. სტეფანწმინდიდან და მიმდებარე სოფლებიდან ჰესზე 90 ადამიანია დასაქმებული, რომელთაც დავით ბაქრაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა მალანია წარუდგინა.

ბაქრაძე თიანეთში ზარიძეების ფერმერულ მეურნეობასაც სტუმრობდა, სადაც შეხვედრაზე მისულ ადგილობრივ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა აბაშვილი გააცნო.


ბეჭდვა