გიორგი ჯანჯღავა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი ჯანჯღავა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:19 30.05.2019
2019 წლის 30 მაისს, სარაევოში ვიზიტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს ელჩმა, (რეზიდენციით ქ. ანკარა) გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ცრნადაკთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

საუბარი ასევე შეეხო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე საქართველოს წარმატებას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა აღნიშნეს ბოსნია და ჰერცეგოვინას და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მაღალ დონეზე კომუნიკაცია და კავშირები ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისათვის

ბეჭდვა