კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
კოალიციის წევრები მათ იმ ქმედებებზე მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლისკენ არის მიმართული. კერძოდ, საუბარია 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულზე, კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრების პოლიტიკური ნიშნით არდაშვების ფაქტზე.
კოალიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ 12 მიკროავტობუსი უსაფუძვლო ბრალდებებით უკანონოდ დააჯარიმა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.
12 აგვისტოს გამართულ სახალხო ზეიმზე - „დიდგორობა 2012“ კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დიდგორის მემორიალის ტერიტორიაზე პოლიციამ მთელი დღის განმავლობაში არ შეუშვა.
