საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების მიერ დაკავებული
საჯარო თანამდებობიდან გადადგომის ვადა დღეს იწურება .
კერძოდ, საარჩევნო კოდექსის თანახმად თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, მოსამართლეები, პრეზიდენტის მრჩევლები, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები და ასევე, სხვა საჯარო პირები.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-ში განუცხადეს, აღნიშნული ვადა დღის ბოლოს იწურება.
დღეისთვის, ცესკო-ში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი თელავის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და ხულოს დეპუტატობის 4 კანდიდატის რეგისტარციის პროცედურა მიმდინარეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში წარადგინეს. რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 სექტემბერია.
