ვახტანგ მახარობლიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა
11:28 29.05.2019
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორისთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას არსებულიპოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით.


ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე და ისაუბრა ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისოსაზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობასა და აშშ-ის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ბეჭდვა