საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა
18:11 28.05.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 29-31 მაისს სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან, პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთან გამართავს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
ბეჭდვა