სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:02 28.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის

დღე მიულოცა.

"კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის მაისი ძალზე მნიშვნელოვანი თვეა. დღეს რესპუბლიკის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა - აზერბაიჯანი. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს - აზერბაიჯანელ ხალხს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ ისრაელელებს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის გამართულ პრესსკომფერენციაზე.

 

ბეჭდვა