"ქართული ოცნება" სპორტის განვითარების კონცეფციას შეიმუშავებს
"ქართული ოცნება" სპორტის განვითარების კონცეფციას შეიმუშავებს
14:00 01.03.2012
"სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების კონცეფციაზე" საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" მუშაობას იწყებს.
როგორც "ნიუსპრესს" სპორტის თემატური ჯგუფის წევრმა, სპორტის საერთაშორისო ექსპერტმა თამაზ თევზაძემ განუცხადა, საქართველოში დღეს სპორტის სფეროში კვლევები არ ტარდება.
მისი თქმით, კონცეფციაში სპორტის პრიორიტეტები განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით იქნება ასახული. ასევე, თამაზ თევზაძემ აღნიშნა, რომ სპორტის სფეროში რეფორმების განსახორციელებლად ჯგუფი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასაც გეგმავს, რადგან დღეს საქართველოში სპორტს მხოლოდ 1 996 წელს მიღებული კანონი არეგულირებს.
საზოგადოებრივმა მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" სპორტის თემატურ ჯგუფის პრეზენტაცია დღეს გამართა. მასში 13 სპორტსმენი წევრიანდება. ჯგუფს ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ყიფიანი ხელმძღანელობს.


ბეჭდვა