ვლადიმერ მაკეი: ბელარუსი დაინტერესებულია ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენებით
ვლადიმერ მაკეი: ბელარუსი დაინტერესებულია ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენებით
14:09 28.05.2019
ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილში ნათქვამია, რომ „ბელარუსი დაინტერესებულია ორმხრივი კონტაქტების შემდგომი გაძლიერებითა და ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენებით“.

ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს და კმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო წლებში ბელარუსსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის მნიშვნელოვნად გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ბეჭდვა