დავით ზალკალიანი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს შეხვდა
დავით ზალკალიანი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს შეხვდა
10:34 28.05.2019
აგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, დევიდ კრამერს შეხვდა.

შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობას და მისი გაღრმავების პერსპექტივებს.

ხაზი გაესვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საქმეში როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის აქტიური მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.
ბეჭდვა