საქართველოში 763 ათასი უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელია
საქართველოში 763 ათასი უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელია
16:48 13.08.2012
საქართველოში ამჟამად 763 000 უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელი პირია.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რამაზ სულამანიძემ „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ მიმდინარეობის პრეზენტაციისას განაცხადა, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

სულამანიძის თქმით, მონაცემების სრულყოფის მიზნით, აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება ბაზაში შეყვანილი პირების სატელეფონო გადამოწმება, ხოლო ოქტომბრის ბოლოს დასრულდება უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა გამოკითხვა.

დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისთვის სრულყოფილი ბაზა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები გურიაში გაემგზავრნენ.

როგორც პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობის წევრები გურიის მოსახლეობას შეხვდებიან, გაეცნობიან მათ პრობლემებს და მიაწვდიან ინფორმაციას მთავრობის ახალი ოთხწლიანი გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს“ დეტალების შესახებ.

ბეჭდვა