​ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 26 მაისს ულოცავენ
​ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს 26 მაისს ულოცავენ
14:32 26.05.2019
ლათინური ამერიკის რესპუბლიკების - პერუს, კუბისა, გაიანას და ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა განზომილებებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების სურვილს გამოხატავენ და ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებენ.
ბეჭდვა