ფილადელფიის მერიის ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანისშნავად
პირველად, საზეიმო ვითარებაში აღიმართა საქართველოს დროშა. ცერემონია საქართველოს საელჩოსა და აშშ-ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ტატო ოქრუაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები, რის შემდგომაც აღიმართა ქართული დროშა, რომელიც ქართული დიასპორის საპატივცემულოდ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება მერიის თავზე.
ცერემონიის ფარგლებში ფილადელფიის მერმა ხელი მოაწერია პროკლამაცია, რომლის მიხედვითაც 24 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღედ გამოაცხადდა.
ადგილობრივმა ქართულმა ანსამბლებმა სტუმრებისათვის შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აშშ-ში ივნისის თვეშიც გაგრძელდება.
საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე, საქართველოს გენერალური კონსული ნიუ იორკში, დიანა ჟღენტი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე ესწრებოდნენ ქ. ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი, შეილა ჰესი და კონგრესმენი, ბრენდან ბოილი, მეუფე საბა ინცკირველი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
