ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
10:20 26.05.2019
სოფიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი. ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვიდა ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ილიანა იოტოვა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

საგარეო უწყების ცნობით, მიღების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა : ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა (ქართული სამოსის სახლი), ქართული სამარკო ღვინოების დეგუსტაცია ბულგარელი სომელიეს მონაწილეობით, „ქართული ღვინო და ჯაზი’, რომელსაც მაია ბარათაშვილის „ჯაზ-დუო“ აფორმებდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო -ვიტრაჟი.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეფე სემიონ II , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი, პარლამენტის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეები, ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საპატიო კონსულები, ბიზნესის და წამყვანი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ბეჭდვა