"მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების
განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მხარეების პარტნიორობა შედეგს მალე გამოიღებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.
