"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება მიუღებელია.
როგორც ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, სავიზო რეჟიმის საკითხს რუსეთის მხრიდან სამხედრო და პოლიტიკური აგრესიის ფარგლებში განიხილავენ.
"სავიზო რეჟიმის გაუქმება საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს, რადგან მათ მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის უადვილდებათ. ძალიან კარგია, რომ რუსეთიდან ბევრი ტურისტი ჩამოვა, თუმცა, ამ საკითხში ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
პრეზიდენტის ინიციატივით, ცალმხრივად რუსეთთან საქართველომ სავიზო რეჟიმი უკვე გააუქმა.
