აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
12:52 22.05.2019
აშხაბადში საქართველოსა დათურქმენეთს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე რიგით მე-7 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი. თურქმენეთის მხრიდან კი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვეპა ხაჯიევი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი, საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ასვე მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.
თურქმენეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

21 მაისს, ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მრეწველობის და კავშირგაბმულობის სამინისტროში, რომელიც კურირებს თურქმენეთის საავიაციო, სატრანსპორტო და სარკინიგზო დარგებს. მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საავიაციო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. თურქმენეთის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ხაჯიმურად ხუდაიკულიევი, მინისტრის მოადგილე.

ბეჭდვა