მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებზე: ეს კვლევები დამაზიანებელია არა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, ის დამაზიანებელია ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, რომლის ეგიდითაც ქვეყნდება
მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებზე: ეს კვლევები დამაზიანებელია არა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, ის დამაზიანებელია  ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, რომლის ეგიდითაც ქვეყნდება
09:51 22.05.2019
„ეს კვლევები დამაზიანებელია არა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, ის დამაზიანებელია მართლაც ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, რომლის ეგიდითაც ქვეყნდება“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის თოქშოუში „არჩევანი“.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ CRRC არის ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის დაკვეთით ატარებს საქართველოში საველე სამუშაოებს.

„ის ეკითხება თავისი ქართული წარმომადგენლობის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეს მის აზრს და შემდეგ გადასცემს NDI -ს და სამწუხაროდ, NDI ენდობა ამ კვლევის შედეგებს. CRRC -ის ყველა კვლევა, ყველა ტენდენცია აბსოლუტურად ერთი ერთში, ყოველთვის ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის ტენდენციას. ფაქტია, რომ მისი მესიჯბოქსიც კი კვევაში ასახული ემთხვევა ხოლმე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსს. ამით ყველაზე ძალიან ზიანდება თავად NDI" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბეჭდვა