ირაკლი კობახიძე: პოლიტიკოსთა რეიტინგში სააკაშვილის მესამე ადგილი ზღაპარია
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკოსთა რეიტინგში სააკაშვილის მესამე ადგილი ზღაპარია
18:44 21.05.2019
„ყოველთვის არის რაღაც აცდენები კვლევებისა და არჩევნების შედეგებს შორის. ამას რა მიზეზი აქვს მე არ ვიცი, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ მთავარი სოციოლოგიური კვლევის-არჩვენების თანახმად „ქართულ ოცნებას“ 61 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს“ - ასე ეხმიანება NDI-ის კვლევებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, კვლევის ის ნაწილი, სადაც საუბარია პოლიტიკოსების რეიტინგზე, არც ისე სარწმუნოა.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, ჯერ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი“ - განაცხადა კობახიძემ.

NDI-ის კვლევის პოზიტიური რეიტინგის სათავეში დავით სერგეენკო, კახა კალაძე და მიხეილ სააკაშვილია.

ბეჭდვა