„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
11:15 13.08.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში,  თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. 

ბაქრაძის განცხადებით, მთაწმინდაზე კენჭს არჩილ გეგენავა იყრის, კრწანისში - დავით საყვარელიძე. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილია, საბურთალოზე კი - ანდრია ურუშაძე.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისანში კენჭს გიორგი ვაშაძე იყრის, სამგორში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ მაჭავარიანი დასახელდა.

დიდუბის მაჟორიტარად გიორგი ჩაჩანიძე, ჩუღურეთის - ანდრო ალავიძე, გლდანის - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ხოლო ნაძალადევში მერაბ სამადაშვილი წარადგინეს.

ბეჭდვა