ივანიშვილი - ბურჯანაძე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია
ივანიშვილი - ბურჯანაძე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია
11:10 13.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსს უწოდებს.

ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძის გადაწყვეტილება მისი პარტიის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ იგი სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

მისი განმარტებით, ნინო ბურჯანაძის აღნიშნული პოზიციით ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი.

„ბურჯანაძემ ამ განცხადებით დაამტკიცა, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია და მისი აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბევრ კითხვას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა ნინო ბურჯანაძის მისამართით, პასუხი გაეცა“ - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას და უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ხელი არ შევუწყოთ ოპოზიციური ფლანგის მიერ ერთმანეთისთვის ხმების წართმევას“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ბეჭდვა