განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD): არჩევნების დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD): არჩევნების დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა
12:58 20.05.2019
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) შეფასებით არჩევნების დღემ საქართველოში სერიოზული დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაძაბული ტენდენცია, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდა.
"სადამკვირვებლო მისიის მიერ მთელი დღის მანძილზე დაფიქსირდა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები, თუმცა აღსანიშნავია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მზაობა მსგავში შემთხვევების აღმოსაფხვრელად. ჩვენი მისიისს მიერ დაფიქსირდა:

საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის რამოდენიმე შემთხვევა, რომლებზე მითითების შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები.

მედია აკრედიტაციის არმქონე პირების მხრიდან უბანზე ყოფნის მცდელობა. მარკირების და სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები (განსაკუთრებით მარნეულს ოქლში).

"დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევა ამომრჩევლის ნებით, რაც ამომრჩევლის მხრიდან საარჩევნო უბანზე აგიტაციადაც შეიძლება შეფასდეს. წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე საპილოტე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესმა ჩაიარა მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა. აღნიშნულ ოლქებში, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველმა ხმა მისცა ელექტრონული ხმის სპეციალური აპარატის საშუალებით. CDD-მხარს უჭერს ახალი ტექნოლიების დანერგვასა და ტესტირებას, ჩვენი დაკვირვების შედეგებზე დარდნობით, წარვადგენთ რეკომენდაციის პაკეტს . გვინდა, ავღნიშნოთ მარნეულის #22 ოლქის #68 საარჩევნო უბანზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ჩვენს დამკვირვებელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარი უფლება - მოვალეობების შესრულების პროცესში. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებლისთვის საკუთარი მანდატის განხორციელებისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა კი შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს იმოქმედოს კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მთლიანობას, დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს არჩევნების შეჯამებამდე პროცესების მონიტორინს. ჩვენი მონიტორინგის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებს საზოგადოებას წარვუდგენთ უახლოეს მომავალში"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დაკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია დააკვირდა, როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.

ბეჭდვა