გია გაბრიჩიძე: იმ ნინია ცისკარიშვილის ჩანაწერში ერთი ფრაზაა გამორჩენილი
გია გაბრიჩიძე: იმ ნინია ცისკარიშვილის ჩანაწერში ერთი ფრაზაა გამორჩენილი
16:10 19.05.2019
ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ეხმიანება.

"იმ ნინია ცისკარიშვილის ჩანაწერში ერთი ფრაზაა გამორჩენილი: გრიშა ვაშაძე კალინ-კამალინის ფონზე დაიწყებს ყვირილს - რუსი მოდის, რუსი მოდისო და დანარჩენი გაერთიანებულად ოპოზიციონერები ცეკვა-ცეკვით აიღებენ თბილისს!

"ამათ ნაღდად შიგა აქვთ" სმაილიკი როგორ იწერება?" - წერს ჟურნალისტი.

აუდიოჩანაწერში საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე, რომ არჩევნებს მთელი საქართველო უნდა შეუერთდეს და ზუგდიდი და აჭარა "ადუღდეს".

ჩანაწერის ერთ- ერთი მონაწილე, ნინია ცისკარიშვილი მსგავსი შინაარსის საუბრის არსებობას უარყოფს.
ბეჭდვა