გიორგი მარგველაშვილი: მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში
გიორგი მარგველაშვილი: მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში
11:40 19.05.2019
მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა.

"დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში.

მინდა, მთაწმინდელებს მოვუწოდო: ვისაც გესმით და არჩევთ  თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ბეჭდვა