არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული
არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული
10:16 19.05.2019
უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შუალედურ არჩევნებზე სოფელ განმუხურში იმყოფება.

"ორივე საარჩევნო უბანი განმუხურში გაიხსნა დროულად. რამდენადაც ვაკვირდები, ხმის კენჭისყრის პროცესი მიდის კარგად. ჯერჯერობით სიმშვიდეა და დღის განმავლობაში ასე გაგრძელდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული და სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს.


ბეჭდვა