ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საარჩევნო ბლოკის დარეგისტრირების შესახებ პირველი განაცხადი შევიდა.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ევროპელი დემოკარტები“
საარჩევნოდ ერთიან ბლოკად სახელწოდებით „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გამოვლენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკოში განუცხადეს, ბლოკებად დარეგისტრირების განაცხადის შეტანის უფლება პოლიტიკურ სუბიექტებს 19 აგვისტომდე აქვთ, ხოლო მათი რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადა 25 აგვისტოა.
პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ბლოკებად დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა, რომ ბლოკში შემავალი პარტიები თავად იყვნენ ცესკოს მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული.
იმ შემთხვევაში, თუ ბლოკში შემავალ სუბიექტთა რაოდენობა ცესკოში განაცხადის შეტანის შემდეგ გაიზრდება, კანონით განსაზღვრულ ვადებში აუცილებელია დაბლოკების შესახებ განაცხადის ხელახლა შეტანა.
