ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ
ბიძინა ივანიშვილს მატყუარებს უწოდებს.
როგორც შატბერაშვილმა დღეს თელავში განაცხადა, პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად, თელავის სარესტავრაციო სამუშაოები დროში გაიწელა, რასაც სტიქიური უბედურებაც დაერთო.
„თელავის რესტავრაციის პირველი ეტაპი ჩავარდა, რადგან ხელისუფლებამ მუშებს შესაბამისი ანაზღაურება არ მისცა, შემდეგ სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა და დღეს ქალაქი არის იავარქმნილი“ - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, თელავის მოსახლეობა ივანიშვილმაც მოატყუა, როდესაც დაჰპირდა, რომ ზარალს აანაზღაურებდა, თუმცა შატბერაშვილის განცხადებით ეს დღემდე არ შესრულებულა.
ლეიბორისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას სარესტავრაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დაასრულოს და მოსახლეობას საკომპენსაციო თანხები დაურიგოს.
