"სახალხო კრება" რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლებს
"სახალხო კრება" რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლებს
12:50 01.03.2012
"სახალხო კრება" ქვეყანაში არსებული რეჟიმის დასამარცხებლად ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლებს.
"ჩვენ ვითანამშრომლებთ და ხელს შევუწყობთ ნებისმიერ იმ ძალას, რომელიც რეალურად შეებრძოლება რეჟიმს და იბრძოლებს იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული, სტაბილური და ეროვნული ინტერესების შესაბამისი განვითარების გზას დაადგეს", - ნათქვამია "სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სახალხო კრების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებულ რეალობაში, ხალხის გამარჯვების ერთადერთი გზა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
"სახალხო კრება" იბრძოლებს და აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ თავისუფალი არჩევნების გზით არჩეულ იქნას ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს გაატარებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


ბეჭდვა