ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) ხვალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს“ წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“, „კავკასიაზე“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“ გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებიან.
მედიამონიტორინგის მიზანი მედიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური და პოლიტიკური რეკლამების გაშუქების ტენდენციების შესწავლა, ფარული პოლიტიკური რეკლამების გამოვლენა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაა.
მედიამონიტორინგი 18 ივნისი-29 ივლისის პერიოდს მოიცავს.
