ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
15:23 17.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვდრა გამართა საქართველოში ირანის ისლამურირესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედჯავად ყავამ შაჰიდისთან.

​შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

ბეჭდვა