მამუკა ბახტაძე: ნაციონალური მოძრაობა, როგორც სჩვევია, ცდილობს, საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს
მამუკა ბახტაძე: ნაციონალური მოძრაობა, როგორც სჩვევია, ცდილობს, საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს
14:30 17.05.2019
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობა, როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

"საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები ყოველთვის თავისუფალ გარემოში ტარდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ბეჭდვა