საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს
საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს
13:54 17.05.2019
4-15 მაისს ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტითეწვია ურუგვაის.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით მხარეებმა საქართველოსადა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და როდოლფო ნინ ნოვოას მისალოცი წერილები გაცვალეს.

ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, კარლოს ჯიტოსთან და კულტურის დეპარტამენტის დირექტორთან, რიკარდო ვარელასთან გამართულ შეხვედრაზე, ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს შესახებ გამოფენის გამართვა დაიგეგმა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ელჩმა ინტერვიუ მისცა ურუგვაის ყველაზე მსხვილ ბეჭდვით გამოცემა EL PAIS-ს.


ბეჭდვა