"ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფში 13 სპორტსმენი წევრიანდება
"ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფში 13 სპორტსმენი წევრიანდება
12:42 01.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფში 13 სპორტსმენი წევრიანდება.
ჯგუფის პრეზენეტაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ყიფიანი ხელმძღანელობს.
ჯგუფში ასევე შედიან სპორტის საერთაშორისო ექსპერტი - თამარ თევზაძე, ევროპის ჩემპიონი კრივში - დავით კვაჭაძე, სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - ოლეგ იაძე, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში - ოსებ მაღალაშვილიი, უიმბლდონის ვიცე ჩემპიონი წყვილთა შორის - ალექსანდრე მეტრეველი, კავშირი "ჩვენი ფეხბურთის" წევრი - მიხეილ ყაველაშვილი, ევროპის ჩემპიონი - გურამ ბიგანიშვილი, სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში - მაია აზარაშვილი, საქართველოს ოლიმპიური აკადემიის ლექტორი - ლელა აფციაური, ვეტერანი კალათბურთელი - ზურაბ გრძელიძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები რამაზ სანებლიძე და ნუგზარ კანდელაკი.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბოლო დროს სპორტის განვითარების დონე საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ სპორტის თემატური ჯგუფი შეიქმნა. იგი სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების კონცეფციაზე იმუშავებს.
საზოგადოებრი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის ჯგუფი თანამშრომლობას სთავაზობს ქართული სპორტის გულშემატკივრებს და ყველა მსურველს მათთან გაწევრიანებისკენ მოუწოდებს


ბეჭდვა