პოლიციამ დიდგორში მიმავალი „თავისუფალი საქართველოს“ მიკროავტობუსი დააპატიმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს,” თავისუფალი
საქართველოს“ აქტივისტებით სავსე მიკროავტობუსი ჯერ დედაქალაქს არ იყო გაცილებული, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, მოახერხა დიდგორის მისადგომებთან მისვლა, თუმცა აქ მას მობილიზებული დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებმაც განუცხადეს, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ დიდგორის ველზე დაგეგმილ ღონისძიებას და ოპოზიციონერებს მას შემდეგ შეუშვებნენ, რაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები და პრეზიდენტი დიდგორობის აღნიშვნას დაასრულებდნენ.
„თავისუფალი საქართველოს „ ინფორმაციითვე, ანალოგიური პრობლემები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც შეექმნათ.
