ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
13:50 16.05.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, გენერალ ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კიბერ-უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

მიმდინარე წლის 14-17 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფება საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაცია, გენერალური მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
ბეჭდვა