ირაკლი ლატარია: გია ხუხაშვილი „ნაციონალების“ საკუთრებაა
ირაკლი ლატარია: გია ხუხაშვილი „ნაციონალების“ საკუთრებაა
13:33 16.05.2019
ეკონომისტი, ირაკლი ლატარია ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის შესახებ "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს:

"ხუხაშვილი საუბრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორი დიპლომებიანი ექსპერტია. თითქოს ვიღაცას უმტკიცებს იმას, რომ ძალიან ძლიერია და როგორც ,,პროდუქტი" სთავაზობს საკუთარ თავს. ცოტათი ,,მამიდას" თანამშრომელივით იქცევა და ეს არ შეეფერება ამხელა კაცს.

წინა აბზაცში ვსაუბრობდი ვარაუდით და აღნიშნული ეჭვი (სთავაზობს საკუთარ თავს), მალევე იქცა ბიზნესის ნაწილად, მელიამ და გვარამიამ მას ტაში დაუკრეს, ამოცანაც ამოხსნილია და ,,პროდუქტიც" ნაყიდია და რაც მთავარია, კითხვებიც აღარ გვაქვს.

ხუხაშვილმა დაკვეთა შეასრულა, ახლა უკვე გია „ნაციონალების“ საკუთრებაა" - წერს ირაკლი ლატარია.
ბეჭდვა