ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ
ეთერთან დაკავშირებით საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ ცალკეულმა ანალიტიკოსებმა არ იციან რას ნიშნავს "desk research" და მათთვის ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"გამოირკვა რომ ცალკეულმა ანალიტიკოსებმა ან არ იციან რა არის desk research (კაბინეტური კვლევა) ან არ სჯერათ მისი. ამიტომაც შევაშველებ ინფორმაციას და აქვე დავძენ რომ საკმაოდ გავრცელებული და გამოყენებადი მეთოდია " - წერს ანალიტიკოსი.
კომენტარებში აღნიშნავს: "გუშინ ვნახე რომ ზოგიერთი ჩვენი ანალიტიკოსი/ექსპერტი, კაბინეტურ კვლევის მეთოდს არ სწყალობს ან არ იცის. მიკროლექციასავით კი გამომდის, მაგრამ ეტყობა საჭიროა".
