საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა
დიდი ბრიტანეთის “თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელთა ჯგუფი მიიღო.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსატლანტიკური პარტნიორობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და რეგიონში სტაბილურობის თემებს.
“თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ ჯგუფი საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფება.
