ვანო მერაბიშვილი მარნეულის სასურსათო ქარხანას ეწვია
ვანო მერაბიშვილი მარნეულის სასურსათო ქარხანას ეწვია
11:58 12.08.2012
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს მარნეულის რაიონს ეწვია და სასურსათო ქარხანა დაათვალიერა.
მერაბიშვილი სასურსათო ქარხანაში წარმოების  პროცესსა და ქარხნის სამომავლო განვითარების გეგმებს გაეცნო.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მიერ ნედლეულის ჩაბარებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და შემდგომ მისი ექსპორტზე გატანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველია.
მისივე თქმით ყოველი ახალი საწარმო თუ ქარხანა ქვეყანაში დასაქმებული მოქალაქეების რიცხვს გაზრდის.
მარნეულის სასურსათო ქარხანაში 300 ადამიანია დასაქმებული, ქარხანამ წელს 20 დასახელების პროდუქცია აწარმოა.

ბეჭდვა